კარვახალი - 2 ასისტი და 150-ე გამარჯვება
„სევილიასთან“ დაპირისპირება დანიელ კარვახალმა უჩვეულო პოზიციაზე დაიწყო. საკადრო პრობლემების გამო, მთავარმა მწვრთნელმა დაცვის მარცხენა ფრთა ჩააბარა შეგირდს, სადაც მან დაახლოებით 75 წუთი იმოქმედა, ხოლო შემდეგ დაუბრუნდა ნატურალურ პოზიციას.
მიუხედავად იმისა, რომ „ორიანმა“ მიმდინარე სეზონი უფერულად დაიწყო, ბოლო შეხვედრებში ის ნამდვილად გამოირჩევა თავგანწირულო და საიმედო ასპარეზობით, რაც ძალიან ეხმარება გუნდს. „სანჩეს პისხუანზე“ შედმგარ „ქამბექში“ ესპანელმა უდიდესი წვლილი შეიტანა. არც მეტი არც ნაკლები, დანიმ 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და აღსანიშნავია, რომ პირველი მარცხენა, ხოლო მეორე მარჯვენა ფლანგიდან. წლეულს, ის უკვე 4 ასისტსა და 1 შედეგიან დარტყმას მოითვლის.
განვლილი გამარჯვება კარვახალისათვის 150-ე გამოდგა პრიმერა დივიზიონის მასშტაბით. საერთო ჯამში მას 220 პაექრობა აქვს ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატზე (46 ფრე და 24 მარცხი) და მოითვლის 2 ტიტულს (2017 და 2020 წლებში).
- 18 აპრილი 2022
- 788
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.