„რეალის“ უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა

პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, მადრიდის „რეალი“ 75 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს.

„სანჩეს პისხუანზე“ მოპოვებული გამარჯვების შედეგად, ანჩელოტის შეგირდებმა კიდევ უფრო გაიმყარეს ფესვები ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე და შედეგად, ისინი უკვე 15 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევრებს, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს.“

აღსანიშნავია, რომ კატალონიელების რეზერვში 2 მატჩია და თუ გუნდები უდანაკარგო სვლას გააგრძელებენ, „თეთრებს“ 36-ე ტურში, „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ ექნებათ ჩემპიონობის გაფორმების შანსი, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

„რეალი“ მომდევნო დაპირისპირებას 20 აპრილს, „ოსასუნასთან“ ჩაატარებს.


1

18 აპრილი 2022 12:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
როდიროგო, რომ სტარტიდანვე ასე კარგად თამაშობდეს, როგორც შესვლიდან თამაშობს მაგრა გაასწორებდა. ფედე, როცა ცენტრში დგას თავის ადგილზე და თან როდრიგოც მარჯვნივ დგას აწიოკებენ იმენა სასტავს. უეჭველი სასტარტოში უნდა იყოს ფედე უმეტესად, როდრიგოც იმსახურებს აშკარად.

2

18 აპრილი 2022 12:11

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 9 544
  • |
  • კომენტარები: 737
ციტატა: Vini Jr.
როდიროგო, რომ სტარტიდანვე ასე კარგად თამაშობდეს, როგორც შესვლიდან თამაშობს მაგრა გაასწორებდა. ფედე, როცა ცენტრში დგას თავის ადგილზე და თან როდრიგოც მარჯვნივ დგას აწიოკებენ იმენა სასტავს. უეჭველი სასტარტოში უნდა იყოს ფედე უმეტესად, როდრიგოც იმსახურებს აშკარად.


სათადარიგოდან შემოვიდეს ხოლმე ეგრე და არ გვინდა მაგის სტარტი ))))
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

3

18 აპრილი 2022 12:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
მეორე ტაიმს უყურეთ საერთოდ? კროოსი საუკეთესო იყო მოედანზე. ვალვერდემ უნდა ჩაანაცვლოს კაზემირო თუ ტემპი გვინდა ან 4 ნახევარმცველით ვითამაშოთ როგორც ჩელსისთან.
სიტისთან არც როდრიგო ივარგებს არც ასენსიო, ძალიან სუსტები არიან ფიზიკურად დაჩაგრავენ.
ლუკა ტონი კაზე და ვალვერდე უნდა იყოს და წინ ბენზო ვინი.
იმედია მენდიც იქნება თორე სრული ქაოსია მარცხნივ. ნაჩოს იმედზე მტერი იყოს სიტისთან თან ფლანგზე.

70 წუთიდან გაიყვანოს კროოსი სიტისთან და ვალვერდე ცენტრში და როდრიგო ფლანგზე და ეგაა.
სხვათაშორის ასენსიოს გაყიდვის ძალიან დიდი შანსია რადგან ანჩელოტისთვის მესამე ობციად იქცა ვალვერდესა და როდრიგოს შემდეგ )))

ტობიასი მარჯვნივ გვყავს, მენდის შემცვლელად ფრან გარსიას ვიბრუნებთ და მალე გაოფიციალურდება, ჩუამენის + მბაპეც მოდის და ცენტრალურ მცველს ითხოვს ანჩელოტიო დაიწერა.
მომავალ წელს მაგარი კამანდა გაიჩითება როგორც ჩანს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)