ვინისიუსი: „ის არის გიჟი, ის არის გიჟი“
„სანჩეს პისხუანზე“ გამართული პაექრობის 76-ე წუთზე, „რეალმა“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მსაჯმა ვინისიუსის გოლი არ ჩათვალა, ბრაზილიელს ხელით თამაში დაუფიქსირეს.
აღნიშნულ ეპიზოდში კუადრა ფერნანდესმა დედაქალაქელებს „ქამბექის“ საშუალება წაართვა, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შედეგიანი დარტყმა წესების დაცვით განახორციელა.
ცხადია, რეფერის გადაწყვეტილებამ ემოციურად მეტად იმოქმედა ვინიზე. ის ჯერ მის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ბურთი გულმკერდით მიიღო და არა ხელით, ხოლო შემდეგ თანაგუნდელს კროოსს უთხრა: „ეს არბიტრი არის გიჟი, ის ნამდვილი გიჟია.“
- 18 აპრილი 2022
- 2 496
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.