კურტუა: „ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“
ტიბო კურტუამ „სევილიასთან“ ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
„როგორც წესი, „სევილიას“ კარის აღება დიდ სირთულეს წარმოადგენს და მეორე ნახევარში მათთვის 3 გოლის გატანა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვიცოდით, გოლი თამაშში დაგვაბრუნდებდა და ბოლომდე გვჯეროდა, რომ შევძლებდით ამის გაკეთებას. „სანჩეს პისხუანზე“ მათი ძლევა ყოველთვის რთულია. ეს გამარჯვება პრიმერა დივიზიონის ჩემპინობისაკენ წინგადადგმული ნაბიჯია.“
„შესვენების შემდეგ გაცილებით ორგანიზებულად ვიცავდით თავს და ამასთანავე, კარგ პრესინგს ვთამაშობდით. სამწუხაროდ, საწყისი 45 წუთის განმავლობაშო ურიგოდ ვიასპარეზეთ, თუმცა ყველაფრის გამოსწორება შევძელით. რა თქმა უნდა, არც 2-2 შევეგუეთ და შედეგიც სახეზეა.“
- 18 აპრილი 2022
- 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.