ანჩელოტი: „ეს ჩემი ბრალი იყო“
კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ მოგებული მატჩი შეაჯამა.
„პირველი ტაიმის ჩავარდნა მწვრთნელის კისერზეა, ხოლო მეორე ნახევარში წარმატებული ასპარეზობა ფეხბურთელების ხარისხია შედეგია. რაც მთავარია, ჩვენ არ დავნებდით. ჩვენ რამდენიმე ასპექტში შევიტანეთ ცვლილება, ვინაინად არცთუ ისე კარგად გამოვიყურებოდით.“
„საწყისი 45 წუთის განმავლობაში დაღლა გვეტყობოდა, თუმცა შესვენების შემდეგ საოცარი ინტენსივობა გამოვავლინეთ. ზოგჯერ ფეხბურთში გარკვეულ რაღაცებს თითს ვერ დააჭერ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია დეგო კარლოსისა და ვინისიუსის ხელით თამაშის ეპიზოდების გარჩევა. ძალიან ვამაყობ მეორე ტაიმში ნაჩვენებით თამაშით და მადლობას ვუხდი მოთამაშეებს.“
„როდრიგომ დიდი გარდატეხა შემოიტანა და ამაზე სტატისტიკაც მოწმობს. ის ფანტასტიკურ ფეხბურთელად ყალიბდება და ცხადია, მას სატსარტოდანაც ძალუძს ბურთაობა. მას, როგორც კამავინგას, ბრწყინვალედ შეუძლია სათადარიგოდან ჩართვა.“
„აღნიშნულ ეპიზოდში ვინის ხელზე არ შეხებია ბურთი. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.“
„ის რაც ჩვენ ყველას გვჭირდებოდა, ეს იყო წითელი ბარათი კამავინგასთვის... როგორც დავინახე, მან ბურთზე ითამაშა. ვფიქრობ, ყველაფერი ვთქვი.“
„ლოპეტეგიმ მატჩის შემდეგ მითხრა, რომ მსაჯმა „სევილიას“ წინააღმდეგ იმუშავა, ეს ჩემთვის სრულიად შემაშფოთებელი და გაუგებარი იყო.“
- 18 აპრილი 2022
- 4 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.