რის ჯეიმსი ფავორიტის სტატუსს ირგებს
რის ჯეიმსის მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესი იზრდება. ფლორენტინო პერესმა ინგლისელი მარჯვენა მცველის თამაში პირადად იხილა და დარწმუნდა, რომ დიდი მომავალი აქვს...
სამეფო კლუბი კარვახალის შემცვლელზე სერიოზულად ზრუნავს. უმთავრესი კანდიდატი აშრაფ ჰაკიმი იყო, მაგრამ მადრიდელებმა იციან, რომ მაროკოელის დაბრუნების შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
რის ჯეიმსი პრემიერლიგაში ბრწყინვალედ გამოდის, „რეალი“ კი მისი პროგრესით აღფრთოვანებულია.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ჩელსიმ“ ფეხბურთელის გაყიდვის შესახებ „ბლანკოსის“ წინადადება უკვე მიიღო, თუმცა ოფიციალური დიალოგი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
სამეფო კლუბი მზად არის, რისს 6 წლიანი კონტრაქტი და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი შესთავაზოს, ვინაიდან კარვახალი საიმედო მოთამაშედ აღარ ითვლება. როგორც სჩანს, დანის ეტაპობრივად მოუწევს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება.
- 17 აპრილი 2022
- 1 018
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.