პერესი „რეალის“ ფეხბურთელების საშუალო ასაკის 3 წლით შემცირებას აპირებს
მადრიდის „რეალი“ 2022 წლის ზაფხულში სერიოზულ სატრანსფერო აქტივობებს გეგმავს. გარდა ამისა გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი წავა...
ფლორენტინო პერესი გეგმავს, რომ მომდევნო სეზონის სტარტზე გუნდის საშუალო ასაკი დაახლოებით 3 წლით იყოს შემცირებული.
მარსელო ვიეირას, ისკო ალარკონისა და გარეთ ბეილის წასვლის შემდეგ ამ მიმართულებით სამეფო კლუბს სერიოზული პროგრესი ექნება.
გარდა ამისა, თუ მბაპე და ჰოლანდი მადრიდისტები გახდებიან, გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო დიდი წარმატებით წარიმართება.
ამას ემატება ორელიან ჩუამენი და ერთ-ერთი მარჯვენა მცველი რის ჯეიმსის, ვინისიუს ტობიასის ან სხვა მოთამაშის სახით.
ფლორენტინო ასევე აპირებს, რომ ანტონიო ბლანკოს და კიდევ რამდენიმე კასტილიელს მთავარი გუნდისკენ გაუხსნას გზა.
საბოლოო ჯამში „ბლანკოსის“ შემადგენლობის საშუალო ასაკი 24.5 ან მაქსიმუჯმ 25 წელი უნდა იყოს.
- 17 აპრილი 2022
- 858
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.