ანჩელოტი:„მოდრიჩს კარიერის დასრულება „რეალში“ სურს“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ყველა თამაშისთვის საჭიროა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მზადყოფნა. „ჩელსისთან“ მომქანცველი მატჩის შემდეგ საკმარისი დრო გვქონდა იმისათვის, რომ დაგვესვენება და სევილიური კლუბის შესახებ გვეფიქრა. გუნდი მზად არის, „სანჩეს პისხუანზე“ ვიზიტისთვის.“

„სამშაბათის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, ასე რომ გუნდი დაღლილი არ არის. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.“

„ლუკა მოდრიჩს კარიერის დასრულება „რეალში“ სურს და ვფიქრობ, ასეც მოხდება. ხორვატი საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ზრუნავს, რაც მოედანზე კარგად სჩანს. ასაკი მხოლოდ ციფრებია, ის მწვანე მინდორზე საოცრებებს სჩადის, მას ხშირად ვადარებ ხოლმე პაოლო მალდინის, რომელმაც 40 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პრობლემა არც მოდრიჩს აქვს და არც კლუბს.“

„აზარმა ოპერაცია გაიკეთა და გამოჯანმრთელება სჭირდება. ამ ეტაპზე ბელგიელი შორს არის ოპტიმალური კონდიციისგან, თუმცა აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.“

„ანტონიო კასანოს განცხადებები? პასუხის გაცემას არ ვაპირებ, იტალიელს შესანიშნავად ვიცნობ.“

„ვინისიუს ტობიასი ბრწყინვალე შენაძენია. ყველა ვთანხმდებით, რომ მისი სახით მსოფლიო ფეხბურთს უდიდესი ტალანტი ეზრდება. შეთანხმება სულ ცოტა ხნის წინ იქნა მიღწეულია, ის საქმეს სერიოზულად მიუდგა და ბევრი რამ რეკორდულ დროში ისწავლა.“

„მენდი და მარსელო გამოგვაკლდნენ, ამ მხრივ კოლექტივში პრობლემებია, მაგრამ ვიცით, რომ ხარვეზების გამო აპელირება არ ღირს. ჩვენ იმ რესურსით უნდა გავიმარჯვოთ, რაც ამ ეტაპზე გვაქვს.“

„კროოსი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. გერმანელს პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს. ეპიზოდი იქვე დასრულდა, ჩვენ ვისაუბრეთ და მომხდარი გავაანალიზეთ, აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ თემა დახურულია.“

„მილიტაოს კარგად არ ვიცნობდი, თუმცა ის ყოველდღიურად ამტკიცებს, რა დონის ფეხბურთელია. ბრაზილიელი საოცარ ფიზიკას ფლობს, ძალიან სწრაფია და სწორედ ამის ხარჯზე აღწევს წარმატებას, ის დღესდღეობით ჩვენი გუნდის დაცვის უდავო ლიდერია. არსებობს ასპექტები, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ედერი არ ჩერდება და მუშაობს.“

„მთავარი ის არის, რომ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ და საბოლოო ჯამში ჩემპიონის ტიტულს დავეუფლოთ. „სევილია“ ურთულესი მეტოქე იქნება, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.“

„სტილი? მე ვფიქრობ, რომ გუნდი კარგად მაშინ თამაშობს, როდესაც შეტევის და დაცვის ფაზა მოწოდების სიმაღლეზე დგას. სრულყოფილი ფეხბურთი ყოველთვის მაშინ ხდება, როდესაც ყველა რგოლი თავის ფუნქციას ასრულებს. ფეხბურთში რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებული ხედვები.“

„ედუარდო კამავინგას პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, მაგრამ საოცარი მატჩები ჩაატარა, როგორც „პსჟ“-სთან, ასევე „ჩელსისთან“. ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და გვჯერა, რომ სასურველი შედეგი მიღწევადია. ფრანგი მუშაობს, გამოცდილებას აგროვებს და უფრო სრულყოფილი მოთამაშე ხდება.“

„„რეალს“ აქვს საკმაოდ კარგი სეზონი, გუნდი ლა ლიგის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურიც მოიპოვა. ყველაფერს პოზიტიურად ვაფასებ და ვთვლი, რომ მასშტაბურ სამუშაოს შედეგები ნამდვილად აქვს.“

„ბენზემას საოცარი გამოსვლა კოლექტივს უფრო მრავალფეროვანს და შედეგიანს ხდის, ფრანგს ნამდვილად დიდი სეზონი აქვს.“

  • Hala
  • 16 აპრილი 2022
  • 1 782
  • 13

1

16 აპრილი 2022 18:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ყველაზე ღირსეული ფინალი იქნება რეალი- ვილიარეალი ჩემი აზრით. იქიდან გამომდინარე რა გზა განვლეს გუნდებმა და რა შემადგენლობით. ლივერპული: 1/8-ინტერი, 1/4- ბენფიკა . სიტი:1/8- სპორტინგი , 1/4-ატლეტიკო. ვილიარეალი: 1/8-იუვე, 1/4-ბაიერნი. რეალი:1/8-პსჟ, 1/4-ჩელსი. ეხლა ვილიარეალს ლივერპული დაამატეთ და რეალს სიტი. ამაზე ღირსეული ფინალი ვერც ერთი ვერ იქნება!

2

16 აპრილი 2022 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
0-2 ლივერპული რატო გამოიყვანა გუარდიოლამ ასეთი დებილი თერთმეტეული ჩვენთან არ დასლევდება

3

16 აპრილი 2022 18:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს თასი კიდია სიტის, პრენმირრ ლიგას და ლიგას მიაწვებიან ალბათ, ტაკ შტო შეიპლება ბოლოს სამში გრძელი დაიჭიროს

4

16 აპრილი 2022 19:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
ციტატა: დავიდ ალაბა
ეს თასი კიდია სიტის, პრენმირრ ლიგას და ლიგას მიაწვებიან ალბათ, ტაკ შტო შეიპლება ბოლოს სამში გრძელი დაიჭიროს

5

16 აპრილი 2022 19:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მეკარე დაასვენა მხოლოდ დანარჩენი იგივე ყავს.დე ბრუინზე უბრალოდ არ რისკავს.ასეა დიდ თამაშებს ვერ თამაშობს სიტი.უმენტალიტეტო გუნდია.ტოტენჰემმა რა უქნა კი გემახსოვრებათ

6

16 აპრილი 2022 19:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
მანჩესტერის დედაც მე ვთქვი ნორვიჩს მაინც მოუგებენ რა მინდოდა რა

7

16 აპრილი 2022 19:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
kidia sitis ara erdoganis kvercxebi kide. araa de bruini da deda aqvt. mingesebuli

8

16 აპრილი 2022 19:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
ციტატა: super vini.jr 20
kidia sitis ara erdoganis kvercxebi kide. araa de bruini da deda aqvt. mingesebuli

100%

9

16 აპრილი 2022 19:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 382
dgeis tamashis linki iqneb gaadzroot sad vuyuro arsad anaxeben ?

10

16 აპრილი 2022 20:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
ციტატა: ilarioni
მანჩესტერის დედაც მე ვთქვი ნორვიჩს მაინც მოუგებენ რა მინდოდა რა

მადლობა ვის?

11

16 აპრილი 2022 20:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იქნება მოახერხონ 4 ში შესვლა.არსენალს და ტოტენჰემს რა უნდა ლიგაზე

პუტებს მაგარი ცუდი კვირა აქვთ
უეფად გააჯ***ს
რონალდომ ჰეთრიკი თხარა მაგენის დედას
გვარსიოლა იჯვ***ს

12

16 აპრილი 2022 20:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
ციტატა: WhiteHeart
ციტატა: ilarioni
მანჩესტერის დედაც მე ვთქვი ნორვიჩს მაინც მოუგებენ რა მინდოდა რა

მადლობა ვის?

13

16 აპრილი 2022 21:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 779
აჭარაზე ვუყურებდი და ასე ობიექტურად წაყვანილი მატჩი დიდიხანია არ მინახავს :დდ

რასსც წინა კომენტარშჯ ვამბობდი, სელტასთან მატჩში მენდიზე პენალტი რომ დაიდო როგორ შეიძლება ამის დადებაო და ახლა ვალენსიას თამაშზე იმაზე სოფტი მომენტი იყო და პენალტი პენალტიო სილკზე :დდდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)