„რეალმა“ „სევილიასთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ფინალური ვარჯიში გამართეს. ანდალუსიაში ვიზიტისთვის ყველაფერი მზად არის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დანაკლისიც დიდია...
კოვიდინფიცირებული ფეხბურთელები მკურნალობას განაგრძობენ, ტრავმირებულები კი აღდგენით პროცესში არიან.
ფერლან მენდისა და მარსელო ვიეირას რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ლუკა იოვიჩი და ედენ აზარიც, ამ უკანასკნელის პოსტ ოპერაციული პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს.
მთავარმა მწვრთნელმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშსა და ფიზიკურ კონდიციებს.
შეგახსენებთ, „სანჩეს პისხუანზე“ გასამართი დაპირისპირება 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
- 16 აპრილი 2022
- 620
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.