„ელ კლასიკომ“ კურტუას პრობლემები შეუქმნა, მაგრამ „ზამორასთან“ მაინც ახლოსაა
„ელ კლასიკოში“ გაშვებულმა ოთხმა გოლმა ტიბო კურტუას მდგომარეობა „ზამორასთვის“ ბრძოლაში მნიშვნელოვნად გააუარესა, თუმცა ბელგიელმა სტატუსკვო მალევე აღადგინა და კვლავ უმთავრესი ფავორიტია...
„რეალის“ კარის დარაჯს 31 დაპირისპირება 26 გოლი აქვს გაშვებული, ის თითო მატჩში საშუალოდ 0.84 გოლს უშვებს.
მეორე ადგილზე „სოსიედადის“ კარის დარაჯი რემიროა, რომელმაც 28 მატჩში 25 გოლი გაუშვა, თუმცა ის ტიბოს ჩატარებული მატჩებითაც ჩამორჩება. მეკარის კოეფიციენტი 0.89 არის, თუმცა კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ მას ტიბოზე 3 მატჩის ნაკლები აქვს ჩატარებული.
ლა ლიგაში საუკეთესო შედეგი „სევილიას“ კიპერ ბონოს აქვს, რომელმაც 25 მატჩში 16 გოლი გაუშვა, თუმცა ის კურტუას ჩატარებული დაპირისპირებების მნიშევნელოვნად ჩამორჩება, შესაბამისად „ზამორასთვის“ ბრძოლიდან ფაქტობრივად გამოთიშულია.
ესპანეთის შიდა პირველობის დასრულებამდე „ბლანკოსს“ 7 მატჩის ჩატარება მოუწევს, სადაც კურტუამ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს საკუთარი კლასი და „ზამორას“ ნაბიჯ-ნაბიჯს მიუახლოვდეს.
- 16 აპრილი 2022
- 779
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.