მაიკონი: "მე "რეალში" თამაში მსურს, ეს ჩემი ოცნებაა"

მადრიდის "რეალს" ძალიან სურდა მაიკონის შეძენა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირს. ამას დაემატა ისიც, რომ დუგლასსმა "რეალს" წელიწადში 7 მილიონი ევრო მოთხოვა. ახლა კი ის მზადაა კლუბისგან ნაკლები აიღოს, რადგამ "რეალში"თამაში მისი ოცნებაა.

"მე აქ გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო, რადგან შეთანხმება მხოლოდ პრეზიდენტებს შორის უნდა შემდგარიყო. მე მოურინიოსთან ერთად უკვე ვიმუშავე, ახლა კი მსურს მას "რეალში" გავყვე და ჩემი შესაძლებლობები მადრიდში გამოვაჩინო"

მოურინიო ისევ ცდილობს ბრაზილიელის შეძენას. მისი აზრით მაიკონი იდეალური იქნებოდა კლუბისთვის, მისი შეძენით გუნდში დაცვის პრობლემები მოგვარდებოდა. "მე მადლობას ვუხდი "ინტერს"ამ ყველაფრისთვის. ეს კლუბი რომ არა, ფეხბურთში ასეთი სახელი არ მექნებოდა. მე ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდა ვთხოვო გუნდის ხელმძღვანელობას, რომ "რეალში" წასვლის საშუალება მომცენ."

წყარო Defensacentral.com

  • Dzebnili
  • 23 ივლისი 2010
  • 1 692
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 27
2 ლევანდოვსკი 25
3 ბუდიმირი 18
4 რაფინია 18

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2025 (199)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)