ბრაჰიმ დიასს იტალიაში დარჩენა სურს
ბრაჰიმ დიასი მოხიბლულია იმ პროექტით, რომელსაც „მილანი“ ანხორციელებს და იტალიაში დარჩენა სურს...
თავის მხრივ, „შავ-წითლები“ ცდას არ აკლებენ და ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. „როსონერი“ ზაფხულში სერიოზულ სატრანსფერო აქტივობებს გეგმავს და სურს, რომ იტალიაში საუკეთესო გუნდის წოდება მიიღოს.
თავის მხრივ, ბრაჰიმი საკუთარ მომავალს „ბლანკოსში“ ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ანჩელოტის გუნდში თავის დამკვიდრებას ვერ შეძლებს.
ამასთან ერთად, დიასს ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაც სურს რაც „მილანში“ თამაშის კვალდავაკვალ გაცილებით მარტივად იქნება შესაძლებელი.
ესპანური გამოცემების ცნობით, „მილანსა“ და სამეფო კლუბს შორის მოლაპარაკება 22 მილიონ ევროზე მიმდინარეობს.
- 16 აპრილი 2022
- 449
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.