კორტეხანა:„„რეალი“ ყველა ვარსკვლავს ერთ ზაფხულს ვერ დაიმატებს“
მარიო კორტეხანას თქმით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი 2022 წლის ზაფხულში ძალიან აქტიური იქნება, თუმცა ყველა ვარსკვლავის ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დამატება წარმოუდგენელია...
„მბაპე, ჰოლანდი, ჩუამენი და კიდევ ბევრი ფეხბურთელი დგას „ბლანკოსის“ რადარზე, მაგრამ ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესი ყველას ერთად დამატებას ვერ შეძლებს.“
„„მონაკოს“ ფეხბურთელზე ახალი ცნობებია. პერესმა უკვე იცის, რომ მოთამაშეს 50 მილიონ ევროდ ვერ დაიმატებს და ალტერნატიული წინადადების შემუშავება მოუწევს.“
„კილიანის სატრანსფერო ბონუსი საკმაოდ დიდი იქნება, არნახულ ფინანსურ რესურსს მოითხოვს ჰოლანდის გამადრიდელებაც.“
„გარდა ამისა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი დაცვის გაძლიერებაზეც სერიოზულად იფიქრებს.“
- 16 აპრილი 2022
- 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.