ბენზემა:„„ბარსელონა“ სრულ აქცენტს ლა ლიგაზე გადაიტანს“
კარიმ ბენზემას აზრით, „ბარსელონას“ ევროპალიგიდან გავარდნა მადრიდის „რეალს“ ხელს არ აძლევს...
„აქამდე ჩავი ერნანდესის გუნდი ორ ტურნირზე იყო კონცენტრირებული, ახლა კი ევროპალიგას გამოეთიშა და სრულ ყურადღებას ლა ლიგაზე გადაიტანს.“
„ფაქტია, კატალონიური კლუბი კარგ ფორმაშია და ესპანეთის შიდა პირველობის დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური შედეგების ჩვენებას ეცდება, რაც „ბლანკოსს“ ხელს არ აძლევს.“
„სეზონის ბოლომდე ფაქტობრივად 1 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, სადაც ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება გვმართებს. ორ ფრონტზე ვიბრძვით და წინ დიდი გამოწვევები გვაქვს.“
„„სევილია“? ანდალუსიურ კლუბთან გამარჯვება ბევრ ასპექტს მკვეთრ ფერებს მისცემს, ამიტომ ყველაფერს გავიღებთ აქტივში 3 ქულის ჩასაწერად.“
- 16 აპრილი 2022
- 4 560
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.