"რეალი" მზად არის გადაიხადოს 25 მილიონი პასტორეს ნაცვლად
მადრიდის "რეალს" არგენტინელი ფეხბურთელის ხავიერ პასტორეს შეძენა სურს. "ბლანკოსმა" "პალერმოს" 25 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კლუბი მისი ტრანსფერისთვის ორმაგ თანხას, 50 მილიონს ითხოვს.
"ჩვე მივიღეთ წინადადებები ბევრი ევროპული გრანდისგან, მათ შორის იყო "რეალიც". პასტორეს ნაცვლად 25 მილიონს გვთავაზობენ, მაგრამ მე ყველა უარით გავისტუმრე. არგენტინელი ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს. მე ყველაფერს ვაკეთებ რათა ხავიერი გუნდში დავტოვო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ფეხბურთელი კლუბს 50 მილიონ ნაკლებ არ დატოვებს."
"ვფიქრობ, რომ პასტორე "ბარსას" ფეხბურთელი გახდება. ის ლეო მესის კარგი მეგობარია და მის გვერდით თამაში სურს. კარგი იქნებოდა თუ ის კლუბში რამდენიმე წლით კიდევ დარჩებოდა". განაცხადა "პალერმოს" პრეზიდენტმა ზამპარინიმ.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 23 ივლისი 2010
- 1 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.