მიკელ არტეტა აზარს ითხოვს
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა და ედენ აზარის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა...
ბელგიელი წინახაზელი მიკელ არტეტას სიმპატიებით სარგებლობს და თვლის, რომ პრემიერლიგაში დაბრუნების შემთხვევაში აზარი კვლავ მიაღწევს წარმატებას.
გამომდინარე იქედან, რომ ედენი „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, მისი „მეთოფეებში“ გადასვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, რომ „არსენალი“ სერიოზულად გააქტიურდა.
ლონდონელები განიხილავენ, როგორც საიჯარო, ასევე 4 წლიან ხელშეკრულებას.
ზაფხულში „ბლანკოსი“ აზარის გაშვებაზე სერიოზულად იფიქრებენ, ხოლო თუ მბაპე მადრიდისტა გახდება, ბელგიელის წასვლა ფაქტობრივად ცხადი იქნება.
- 15 აპრილი 2022
- 1 014
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.