ნახევარფინალი „სიტისთან“ - რა რეაქცია ჰქონდათ მადრიდში?
„ჩელსისთან“ დრამატულ ბრძოლაში ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, მადრიდელბის ყურადღება „ვანდა მეტროპოლიტანოსკენ“ იყო მიმართული, სადაც მათი მომავალი მეტოქის ვინაობა ირკვეოდა.
DC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ დაპირისპირებაში „რეალის“ გასახდელის წევრები ინგლისურ გრანდს „ქომაგობდნენ.“ პირველ რიგში, მათ არ სურდათ თანაქალაქელი „ატლეტიკოს,“ რომელთანაც კონკურენციაზე უფრო მეტი აკავშირებით, მომდევნო სტადიაზე გასვლა, ხოლო მეორე, „თეთრებს“ რევანში მართებთ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ.
როგორც იცით, 2 სეზონის წინ, „ბლანკოსი“ სწორედ გვარდიოლას შეგირდებმა ჩატოვეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბოს ტურნირის მერვედფინალში (ორი მატჩის ჯამში 4-2) და ახლა დროა სათანადო პასუხი გასცენ მათ. შესაბამისად, სამეფო კლუბის მოთამაშეები კმაყოფილნი დარჩნენ მეზობელ კვარტალში განვითარებული მოვლენებით.
გუნდების პირველი პაექრობა 26 აპრილს „ეტიჰედზე“ შედგება, ხოლო განმეორებითი 4 მაისს „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
- 15 აპრილი 2022
- 1 838
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.