მეორე ვარჯიში „სევილიასთან“ მატჩამდე
პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურისათვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია.
განვლილ სესიაზე ანჩელოტის შეგირდებმა ჯერ სატრენაჟორო დარბაზში იმუშავეს, ხოლო შემდეგ მოედანზე. ისინი სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულებით იყვნენ დაკავებულნი და მიწურულს კი, პატარა მოედანზე საფეხბურთო მატჩი გამართეს. მთავარი გუნდისაგან განცალკევებით გაისარჯნენ მენდი და მარსელო.
ედენ აზარი აგრძელებს სარეაბილიტაციო პროცესს.
ვალეხო, სებალიოსი და იოვიჩი „ვალდებებასზე“ არ გამოჩენილან. ესპანელები კორონავირუსის ინფექციას ებრძვიან, ხოლო სერბმა სიბრძნის კბილი ამოიღო.
- 15 აპრილი 2022
- 546
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.