ალაბა: „ამას ძალიან ვნანობ“
ავსტრიელი ფეხბურთელი, რომელმაც სახელი დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობით გაითქვა, განვლილ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „რეალში.“
დავიდ ალაბამ საკმაოდ მალე გაიარა ადაპტაცია ესპანურ გრანდში და შემადგენლობის სრულფასოვან და შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა. ის კურტუას წინ საიმედო ტანდემს ქმნის მილიტაოს ერთად. ამ ეტაპისათვის, მის ანგარიშზეა 3800 სათამაშო წუთი, 2 გოლი და 4 ასისტი.
„ოთხიანი“ განსაკუთრებით მოხიბლულია კლუბის ღირებულებებითა და დამოკიდებულებებით. ასევე, იმ ბრძოლისუნარიანობით, რომელიც „თეთრებმა“ ჯერ პარიზელებთან გამოავლინეს, ხოლო შემდეგ ლონდონელებთან. დავიდი ამაყობს რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია. „ჩელსისთან“ ნამატჩევს, გასახდელში მისი ცეკვის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა „ბლანკოსის“ გულშემატკივრებში. აღნიშნული კოლაჟიდანაც ჩანს, მოთამაშის განწყობა და ურთიერთობა თანაგუნდელებთან.
DC-ის ინფორმაციით, ალაბამ პირად მეგობრებთან საუბრისას არა ერთხელ აღნიშნა, რომ „ძალიან ნანობს, აქამდე რატომ არ შეუერთდა მადრიდელებს.“ მისი თქმით, „აქ სულ სხვა სამყაროა.“
- 15 აპრილი 2022
- 2 739
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.