პერესი მოდრიჩზე: „კი ან კი“
სპორტული შედეგების პარალელურად, ლუკა მოდრიჩს კონტრაქთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი აქტუალური თემაა კლუბში.
როგორც იცით, ხორვატ ნახევარმცველს, რომელიც „ჩელსისთან“ მატჩის ყველაზე ღირებული ფეხბურთელი გახდა, 30 ივნისს ეწურება მადრიდულ გრანდში ყოფნის ვადა. მისი სურვილია, რომ „რეალის“ მაისურით კიდევ ერთი წელი იასპარეზოს და ამის შემდეგ ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე. თავის მხრივ, „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ მოსწონთ შეგირდების გადაწყვეტილება, თუმცა ამ მომენტამდე, ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გაფორმებულა.
DC-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი სრულ მზაობას გამოთქვამს. როდესაც მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა მოდრიჩის დატოვებას, შემდეგნაირი პასუხი გასცა: „კი ან კი.“
ამრიგად, მხარეებს შორის მხოლოდ ტექნიკური დეტალების მოგვარებაღა რჩება.
- 15 აპრილი 2022
- 1 509
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.