პინტუსი პერესს: „გაოცებული ვარ“
როგორც იცით, მადრიდულ გრანდში ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე პასუხისმგებელი პირი ანტონიო პინტუსია. სწორედ მისი დამსახურება, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს მადრიდელი ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ხვდებიან.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შემადგენლობის წევრებიდან ყველაზე მხნედ ლუკა მოდრიჩი გამოიყურება. ხორვატმა ფეხბურთელმა, რომელიც მალე 37 წელს შეასრულებს, „ჩელსის“ წინააღმდეგ 120 წუთი იასპარეზა და მეტიც, „უეფას“ კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც დაიბევა. ეს მაშინ, როდესაც ამ ასაკში პირლო ამერიკაში ბურთაობდა, ხოლო ინიესტა იაპონიაში აგრძელებს კარიერას.
Defensa Central-ის ცნობით, პინტუსი დიდად მოხიბლულია შეგირდის შესაძლებლობებით და ამას კლუბის შიგნით ყველასთან აღნიშნავს, მათ შორის პრეზიდენტთანაც: „აქამდე მსგავსი ფიზიკური კონდიციები არასდროს მინახავს ვეტერან ფეხბურთელებში. ეს უბრალოდ გასაოცარია“ - უთხარი ანტონიომ ფლორენტინოს.
ამ ეტაპისათვის მოდრიჩი 3 გოლსა და 9 გადაცემას მოითვლის. ის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს ესპანეთის დედაქალაქში და ცხადია, გაჩერებას არ აპირებს.
- 15 აპრილი 2022
- 1 302
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.