ანჩელოტის ალაბას გადაწევას არ აპირებს
ამ უქმეებზე სამეფო კლუბს რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა მოუწევს „სანჩეს პისხუანზე.“
ტრავმიანობიდან, დისკვალიფიკაციიდან და კორონავირუსიდან გამომდინარე, ანჩელოტი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ეწვევა სევილიას. ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავსატკივარს წარმოადგენს დაცვის მარცხენა ფრთა, ვინაიდან მენდიცა და მარსელოც ლაზარეთში იმყოფებიან.
ესპანური პრესა ბევრს საუბრობს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია იტალიელმა სპეციალისტმა დავიდ ალაბა გადაწიოს აღნიშნულ პოზიციაზე, ხოლო მილიტაოს ნაჩო შეუწყვილოს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დამრიგებელი მსგავს გეგმას არ განიხილავს. მისი აზრით, ავსტრიელი მოთამაშე მეტად საჭიროა კურტუას წინ.
- 15 აპრილი 2022
- 1 003
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.