ჩუამენისთან მოლაპარაკებები წინ მიდის
ორელიენ ჩუამენი მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთ სატრანსფერო მიზანს წარმოადგენს...
მიუხედავად სატრანსფერო ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, ფლორენტინო პერესს იმედი აქვს, რომ ფრანგი ნახევარმცველის დამატებას შეძლებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფეხბურთელთან მოლაპარაკებები წინ მიდის და წარმატებით დასრულების შანსიც იზრდება.
„ბლანკოსს“ ჩუამენისთან ურთიერთობა 2028 წლის 30 ივნისამდე სურს, შესაბამისი კონტრაქტიც მზად არის, მაგრამ საქმეს ყველაზე მეტად „მონაკოს“ პოზიცია ართულებს.
მადრიდულ გამოცემებზე დაყრდნობით, თავად ფეხბურთელს „ბლანკოსზე“ აქვს აქცენტი გაკეთებული, რაც პრეზიდენტ პერესს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
- 14 აპრილი 2022
- 2 517
- 88