კვირის საუკეთესო მოთამაშედ მოდრიჩი დასახელდა
„უეფამ“ ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესო მოთამაშედ მოდრიჩი დაასახელა.
36 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ წინააღმდეგ 120 წუთი შეუცვლელად იასპარეზა. მან თავდაუზოგავი და თავდადებული ბურთაობით „რეალის“ მომდევნო ეტაპზე გასვლაში ლომის წვლილი შეიტანა. ამასთანავე, ლუკამ დიდებული საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. აღნიშნულმა ეპიზოდმა სრულიად საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისათვის ჯონ სტოუნსი, რაულ ალბიოლი და კონსტანტინოს ციმიკასიც იბრძოდნენ.
- 14 აპრილი 2022
- 834
- 10