პრობლემა მარცხნივ - ანჩელოტის ახალი თავსატეხი გაუჩნდა
კარლო ანჩელოტი პრიმერა დივიზიონზე გადაერთო, სადაც მისი გუნდი მომავალ უქმეებზე ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს დაუპირისპრიდება.
AS-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. კერძოდ, შემადგენლობის ორივე მარცხენა მცველს ტრავმა აწუხებთ და ისინი „სევილიას“ წინააღმდეგ ვერ შეძლებენ ასპარეზობას. ფერლან მენდის დაზიანება გაცილებით სერიოზულია, ვიდრე მარსელოს. მადრიდში შიშობენ, რომ შესაძლებელია ფრანგმა ვერც „მანჩესტერ სიტისთან“ პირველ დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო ბრაზილიელი კაპიტანი „ოსასუნასთან“ პაექრობამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.
დიდი ალბათობით, ანდალუსიელებთან ორთაბრძოლაში განაპირა მცველის სტატუსს ნაჩო ფერნანდესი მოირგებს. ამ უკანასკნელმაც გარკვეული დაზიანება დისკომფორტი იგრძნო „ჩელსისთან,“ რის გამოც 88-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, როგორც ჩანს, სათამაშოდ მზად არის.
- 14 აპრილი 2022
- 4 712
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.