ანჩელოტი რაფა მარინის გამოყვანას აპირებდა, თუმცა...

ლონდონელებთან გამეორებით შეხვედრაში ედერ მილიტაოს არყოფნამ, სამეფო კლუბს საკმაოდ დიდი პრობლემები გაუჩინა.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრაზილიელის დისკვალიფიკაციას ხესუს ვალეხოს კორონავირუსიც დაემატა და ანჩელოტი მხოლოდ 2 ნომინალური ცენტრალური მცველის, ალაბასა და ნაჩოს იმედად დარჩა. იტალიელმა დამრიგებელმა დასახმარებლად „კასტილიას“ მიმართა და თამაშის განაცხადში ახალგაზრდა რაფა მარინი შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების 88-ე წუთზე, როდესაც ნაჩომ მოედნის დატოვება ითხოვა, ანჩელოტი დილემის წინაშე დადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გეგმავდა ტანმაღალი მარინისათვის შანსის მიცემას, თუმცა ასისტენტმა ბოლო მომენტში გადააფიქრებინა. დავიდემ მამას ურჩია, გამოუცდელ მოთამაშეზე ფსონი არ გაეკეთებინა და ფერნანდესის პოზიციაზე, კარვახალი გადაეწია, რომელსაც აქამდე არასოდეს უთამაშია ცენტრალურ მცველად.

მიუხედავად საკმაოდ დიდი რისკისა, ამ გეგმამ გაამართლა. „ჩელსის“ ბევრი მცდელობისა მიუხედავად, მადრიდელებმა მეტი გოლი აღარ გაატანინეს. რაც შეეხება დანიელს, მან მეტად თავგანწირული თამაშის წყალობით, ახალი ამპლუა წარმატებით მოირგო.

არ არის გამორიცხული, რაფა მარინს „სევილიას“ წინააღმდეგ მიეცეს სათამაშო წუთები, ვინაიდან გუნდში საკადრო პრობლემებია.


1

14 აპრილი 2022 12:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
"რა რჩევას მივცემდი რეალს სიტისტან მატჩამდე? მე? რჩევა მივცე რეალს ჩემპიონთა ლიგის მატჩზე? ეს უპატივცემულობა იქნება"

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)