როგორ გაგრძელდა კროოსის უკმაყოფილება?
„ჩელსისთან“ დაპირისპირების 73-ე წუთზე, როდესაც „რეალი“ ორ ბურთიანი სხვაობით აგებდა, ანჩელოტიმ კროოსის შეცვლა განიზრახა.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება დიდი გაღიზიანება გამოიწვია გერმანელ ფხბურთელში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა მოედანზე მომუშავე ოპერატორებისათვის. ტონი სათადარიგო სკამისაკენ გაცხარებული გაემართა და თან გზად ჩაილაპარაკა - „ამის დედაც, ძალიან კარგად ვთამაშობდი.“
როგორც ირკვევა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „რვიანი“ გასახდელში მივიდა დამრიგებელთან და აღნიშნული ეპიზოდის გამო ბოდიში მოუხადა. მან ემოციიურობას დააბრალა მინი ინციდენტი. თავის მხრივ, პაპა კარლო შეგირდს გადაეხვია და მისდამი ნდობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „არისტოკრატების“ წინააღმდეგ, კროოსი მეტად უფერულად ასპარეზობდა. იტალიელმა შეხვედრის მიმდინარეობაში კამავინგას ჩართვით სწორი აქცენტი გააკეთა.
- 14 აპრილი 2022
- 1 959
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.