აგენტი: "ფელიპე მელო "იუვენტუსში" რჩება"
ფელიპე მელოთი მადრიდის "რეალი" ინტერესდებოდა. კლუბი ამბობდა, რომ თუ სამი ხედირას ტრანსფერი არ შედგებოდა, მაშინ ისინი ფელიპეს შესაძენად იბრძოლებდნენ. "ბლანკოსმა" ხედირა ჯერჯერობით ვერ შეიძინა, მელო კი "იუვენტუსში" რჩება.
"ვიცით, რომ ფელიპე მელოთი მადრიდული კლუბი დაინტერესდა. მე ამით მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი ჟოზე მოურინიოს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. ფელიპე მაღალი დონის ფეხბურთელია, ამას მოურინიოს ინტერესი ამტკიცებს. "იუვენტუსს" მისი გაშვება არ სურს, რადგან იტალიელებს მელო ძალიან უყვართ და მისი იმედი აქვთ.
"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შესთავაზოს "იუვენტუსს" მაჰამადუ, ან ლასანა დიარა. ემილიანო ფროლდს მელოს გაშვება არ სურს, მაგრამ შესაძლოა აზრი შეიცვალოს "რეალის" წინადადებაზე.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 23 ივლისი 2010
- 1 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.