„რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირების ისტორია
როგორც უკვე იცით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ გზები გადაიკვეთა. პირველ პაექრობას ინგლისი უმასპინძლებს, ხოლო მეორეს ესპანეთი.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში, ანჩელოტისა და გვარდიოლას კლუბები 6-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათი კონკურენციის ისტორია კი 2012 წელს, საკმაოდ დრამატული და ემოციური მატჩით იწყება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, „ქალაქელები“ 85-ე წუთისათვის 1-2 იგებდნენ, თუმცა მოურინიოს შეგირდები დიდებული „ქამბექით“ გამოირჩნენ. 87-ე წუთზე, ჯერ ბენზემამ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 90-ე წუთზე, რონალდუმ შეაგდო გამარჯვების გოლი (3-2), რასაც პორტუგალიელი სპეციალისტის მხრიდან დასამახსოვრებელი აღნიშვნა მოჰყვა. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, გუნდემა შედეგიანი ყაიმი დააფიქსირეს (1-1). პაექრობის დებიუტში კარიმის გოლი, 73-ე წუთზე აგუერომ გაქვითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
„თეთრებისა“ და „ცისფერების“ მორიგი ჯახი 2016 წელს, უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე შედგა. თავდაპირველად, „ეტიჰედზე“ ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, ხოლო საპასუხო მატჩში, ფერნანდო რეგესის ავტოგოლის წყალობით (1-0), „რეალმა“ ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, რასაც შემდეგ „ატლეტიკოს“ ძლევა და თასის აღმართვა მოჰყვა.
რაც შეეხება მათ ბოლო ორთაბრძოლას, ჩ/ლიგის მერვედფინალებში, „სიტიმ“ ორივე შეხვედრის ერთნაირი ანგარიშით მოგება შეძლო - 1:2, 2:1.
აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსის“ მოქმედი გოლეადორი ბენზემა, ბრიტანელების წინააღმდეგ 3 შედეგიან დარტყმას მოითვლის. მომავალ თამაშებში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
- 14 აპრილი 2022
- 838
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.