სასწაული - კურტუას ყოველდღიურობა
კარის დარაჯისათვის ძალიან რთულია შეინარჩუნო თავდაჯერებულობა და დარჩე მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც მოწინააღმდეგე 3-ჯერ ასრულებს შედეგიან დარტყმას, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ტიბო კურტუაზე. ეს უკანასკნელი დიდებულ სეზონს ატარებს.
სანამ მოედანზე როდრიგო შემოვიდა და მადრიდელები სერიის „ქამბექს“ ჩაუყრიდნენ საფუძველს, ბელგიელმა გოლკიპერმა გარდატეხა შეიტანა შეხვედრაში. მან 78-ე წუთზე, დიდებული თამაშის წყალობით არ მისცა ჰავერცს მეოთხე გოლის გატანის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, „რეალი“ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. სწორედ აღნიშნულმა ეპიზოდმა შეიტანა ბიძგი „თეთრების“ ბურთაობაში, რასაც შემდეგ მოვლენების მათდა სასარგებლოდ განვითარება მოჰყვა.
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კურტუა 41 სეივს მოითვლის, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მან კარისკენ დარტყმული ბურთების 81.6% უგულებელყო და კიდევ მინიმუმ 2 მატჩში აქვს რეზერვში, რათა გააუმჯობესოს მიღწევა.
პირველი ნომერი თითოეულ მატჩში, ამტკიცებს, რომ მისგან არაფერია გასაკვირვი. სასწაულების ჩადენა და საჭირო დროს გუნდის გადარჩენა მისი ყოველდღიურობაა.
- 13 აპრილი 2022
- 1 285
- 7