ვიდიჩი "რეალთან" ძალიან ახლოსაა
ინგლისში აცხადებენ, რომ ნემანია ვიდიჩი დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს" და თამაშს მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. ნემანიას უთანხმოება მოუვიდა მის მწვრთნელთან ალექს ფერგიუსონთან, ამას დაემატა ისიც, რომ ვიდიჩი უკმაყოფილოა მისი ხელფასით. მას სურს გაუზარდონ ხელფასი და მიიღოს იმდენი ფული, რამდენსაც მის თანაგუნდელ რიო ფერდინანდს უხდიან.
ალექს ფერგიუსონი არ არის დარწმუნებული, რომ სერბი ფეხბურთელი სეზონს "იუნაიტედში" დაიწყებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდის "რეალი" დუგლას მაიკონით აღარ ინტერესდება. ახლა მადრიდელები ცენტრალური მცველების ძიებაში არიან. ნემანია კი კარგი ვარიანტია "სამეფო კლუბსთვის".
- 23 ივლისი 2010
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.