დელ პიერომ როდრიგოს მიულოცა
21 წლის ბრაზილიელი შემტევი მაგიური საღამოს ერთ-ერთი შემოქმედია. ის 79-ე წუთზე ჩაერთო მატჩში და სულ რაღაც 2 წუთში, ლუკა მოდრიჩის გენიარული გადაცემა გოლად გარდასახა.
სწორედ როდრიგოს, კამავინგასა და ვალვერდეს ენერგეტიკის წყალობით, შეხვედრის მიწურულს „რეალმა“ აშკარად დაჯაბნა მეტოქე. ბრაზილიელს საერთო ჯამში 24 პაექრობა აქვს გამართული ჩემპიონთა ლიაგზე და უკვე 8 გოლს მოითვლის.
ნამატჩევს, ოჯახის წევრებთან ერთად, მოთამაშე რესტორან De María'-ს სტუმრობდა, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნული დაწესებულების სტუმრები პერიოდულად მიდიოდნენ მასთან და სურათის გადაღებას სთხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ როდრიგოს პარალელურად, რესტორანში იმყოფებოდა ლეგენდარული დელ პიერო, რომელიც მანამდე ერთ-ერთი ტელევიზიისათვის „სანტიაგო ბერნაბეუდან“ კომენტირებდა შეხვედრას. ახალგაზრდა და ვეტერანი ფეხბურთელები შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს. მათ რამდენიმე წუთი ისაუბრეს და შემდეგ განაგრძეს ვახშამი. როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსის“ ლეგენდამ „რეალის“ ამომავალ ვარსკვლავს წარმატებული თამაში და ნახევარფინალში გასვლა მიულოცა.
- 13 აპრილი 2022
- 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.