„რეალმა“ მე-9 ჩემპიონი მოინელა

„ჩელსი“ ესპანეთის დედაქალაქს ჩ/ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ამპლუაში სტუმრობდა, თუმცა მადრიდელებმა ეს არ შეიმჩნიეს და ნახევარფინალის საგზურიც სწორედ ანჩელოტის შეგირდებს ხვდათ წილად.

„რეალმა“ სხვადასხვა სეზონების განმავლობაში 9-ჯერ მოახერხა მოქმედი ჩემპიონის ტურნირიდან გამოთიშვა. ამიერიდან, ლონდონელები ევროპის სხვა გრანდებთან ერთად „თეთრების“ მსხვერპლთა რიგებში საპატიო ადგილს დაიკავებენ. აქამდე, „ბლანკოსმა“ „მილანის“ (1964 წ.), „ინტერის“ (1966), „პორტუს“ (1987), „პსვ“-ს (1989), „ბორუსიას“ (1998), „მანჩესტერ იუნაიტედისა“ (2000) და ორჯერ „ბაიერნის“ (2002 და 2014) სტატუსი არაფრად ჩააგდო.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, „რეალმა“ მეათედ მოახერხა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვება, ხოლო 4-ჯერ ტიტულის აღმართვა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (143)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)