ბენზემას მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა?
კარიმ ბენზემა „ჩელსისა“ და პერსონალურად ედუარდო მენდის ღამის კოშმარად იქცა. „სტემფორდ ბრიჯზე“ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, „არისტოკრატების“ კარის ბადე „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ შეარხია. მორიგი თავური დარტყმით ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა მოქმედი ჩემპიონი.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალური საგზურის მოპოვებით, „ცხრიანის“ შანსები 2022 წლის „ოქრო ბურთზე“ კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, მას მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა რობერტ ლევანდოვსკის სახით, ვინაიდან „რეკორდმაისტერმა“ „ვილიარეალის“ ბარიერი ვერ დაძლია და შესაბამისად, პოლონელ ფორვარდს ბებერი კონტინენტის მასშტაბით თავის გამოჩენის საშუალება აღარ მიეცემა. ახლა კარიმის ძირითად ოპონენტებად დე ბრუინი და სალაჰი მოიაზრებიან. ორივეს დიდებული შანსი აქვს, რომ ჩ/ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საგზური დაძლიონ.
პარალელურად, ბენზემას ძალუძს მიმდინარე გათამაშების საუკეთესი მეგოლის სტატუსიც დაიბევოს. ამ მომენტისათვის, ბომბარდირთა დავას ლევანდოვსკი ლიდერობს 13 გოლით და მას მხოლოდ ერთით ჩამორჩება „რეალის“ ლიდერი, რომელიც მინიმუმ 2 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მესამე პოზიციაზე ჰალერი მოდის („აიაქსი“ 11 გოლი), ხოლო მეოთხეზე სალაჰი („ლივერპული“ 8 გოლი). ფრანგს, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს „პიჩიჩის“ ტროფეი.
ბენზემა აპირებს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდსაც შეუტიოს, ჩ/ლიგის ერთ სეზონში საპლეიოფო სტადიაზე გატანილი გოლების კომპონენტში. პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი 10 შედეგიან დარტყმას მოითვლის, ხოლო კარიმი ამ ეტაპისათვის უკვე 7-ს. მეორე ადგილს მესი იკავებს (8).
მიმდინარე სეზონის მოცემული მომენტისათვის, კარიმ ბენზემა 38 გოლს მოითვლის „რეალის“ მაისურით.
- 13 აპრილი 2022
- 1 613
- 15
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.