მატჩის MVP მოდრიჩი: „ეს ამაღელვებელი იყო“
დიდებულმა ლუკა მოდრიჩმა მორიგი ფეერიული ასპარეზობა შემოგვთავაზა. 36 წლის ხორვატი 120 წუთის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლაში იყო ჩართული და როდესაც გუნდი 3 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, შესანიშნავი საგოლე გადაცემა დაუხატა თანაგუნდელ როდრიგოს. ნახევარმცველმა სრულიად დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.
„ეს გახლდათ საოცარი საღამო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ტკბილი წაგება. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწია, თუმცა არ დავნებდით. ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. თავის მხრივ ყველაფერი გაიღო „ჩელსიმაც,“ მაგრამ ვიცოდით, რომ შეგვეძლო გარდატეხის შეტანა. მწვრთნელმა რამდენიმე კარგი ცვლილება განახორციელა, რაც ძალიან დაგვეხმარა.“
„გუნდმა ისეთივე ტანჯვა განიცადა, როგორც „ბაიერნის,“ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ წინააღმდეგ. ყველაზე მთავარია ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. უბრალოდ რთულია იმ ემოციის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდით. მწვრთნელმა უფრო მეტად უკან დამხია მოედანზე და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. თითოეულმა მოთამაშემ მტკიცე ხასიათი გამოავლინა.“
„უსაზღვროდ ამაყი ვარ, როდესაც გულშემატკივრების ჩემს გვარს გაჰყვირიან. მინდა მადლიერება გამოვხატა ასეთი დამოკიდებულების მიმართ. ამას აქ ყოფნის პირველივე დღეებიდან ვგრძნობ. ვეცდები ჩემი თამაშითა და გამარჯვებებით დავუბრუნო საპირისპირირო.“
„ვნახოთ, ვის გადავეყრებით ნახევარფინალში. თუ ტიტულის აღმართვა გინდა, ნებისმიერი გუნდი უნდა დაამარცხო.“
- 13 აპრილი 2022
- 1 034
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.