„რეალი“ ნახევარფინალშია - ვინ იქნება მომავალი მეტოქე?
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში, მადრიდელებმა 2-3 დათმეს „ჩელსისთან,“ თუმცა ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული შედეგის (5-4) მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საგზური ანჩელოტის შეგირდებს ერგოთ.
„რეალის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. „თეთრები“ „ატლეტიკოსა“ და „სიტის“ წყვილს შორის საუკეთესოსთან იბრძოლებენ ფინალური მატჩის ბილეთის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებსა და მანჩესტერელებს შორის ჩატარებლი პირველი ჯახი, გვარდიოლას დარიგებულების მინიმალჯური გამარჯვებით დასრულდა (1-0). განმეორებითი დაპირისპირება ესპანეთის დედაქალაქში შედგება.
ნახევარფინალური ეტაპის პირველი თამაში (სტუმრად) 26 ან 27 აპრილს აიღებს სტარტს, ხოლო მეორე 3 ან 4 მაისს („სანტიაგო ბერნაბეუზე“).
ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე გათამაშების ფინალი კი 28 მაისისთვის არ ჩანიშნული. აღნიშნულ ღონისძიება „სტეიდ დე ფრანსი“ უმასპინძლებს.
- 13 აპრილი 2022
- 1 103
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.