ჩ/ლიგის ნახევარფინალი - რამდენი მლნ. დევს სასწორზე?
ცხადია, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მატჩების მოგება თუ სხვადასხვა ეტაპის დაძლევა მხოლოდ სპორტული ინტერესით არ არის დატვირთული.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური საგზურის მოპოვებისათვის, რასთანაც ძალიან ახლოს არიან ანჩელოტის შეგირდები, „რეალი“ დამატებით მიიღებს 12.5 მილიონ ევროს. საერთო ჯამში კი, არსებულ მომენტამდე, მადრიდელებს უკვე გამომუშავებული აქვთ 87.31 მლნ.
უფრო დეტალურად, „თეთრებს“ 36.40 მლნ. იმისათვის ერგოთ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში „უეფას“ რეიტინგს ლიდერობენ, 15.64 მლნ. ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისათვის, 15.05 მლნ. ჯგუფურ ეტაპზე მოგებული 5 მატჩისათვის, 9.6 მლნ. 1/8 ფინალისათვის, 10.60 მლნ. 1/4 ფინალისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბი ტიტულის მოგებასაც იზეიმებს და ამასთანავე, „ატლეტიკო“ და „ვილიარეალი“ ნახევარფინალში ვერ გავლენ, ისინი დამატებით 34.85 მლნ. ევროს ჩაითვლიან ბიუჯეტში.
- 12 აპრილი 2022
- 1 893
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.