ჰოლანდის გადასვლა „რეალში“ კვლავ რეალურია
სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებული საკითხები კვლავ აქტუალობას იძენს.
საფეხბურთო მიმომხილვების უმრავლეობის აზრით, „რეალის“ მთავარი სამიზნე ფრანგი შემტევი იქნება და შესაბამისად, მადრიდელები არ ჩაერთვებიან ნორვეგიელი გოლეადორისათვის ბრძოლაში, თუმცა საპირისპიროს აცხადებს ყოფილი ფეხბურთელი იან აარგე ფიორტოფტი, რომელიც ჰოლანდების ოჯახის ახლობელია: „სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბმა ერლინგის გადაბირების პროცესში ფარ-ხმალი დაყარა“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი მბაპეს პარალელურად, ბორუსიელის საკითხზეც აქტიურად მუშაობს.
- 12 აპრილი 2022
- 857
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.