„ოქროს ბურთი“ 2022 - რას ამბობს L'Equipe?

საფრანგეთში უკვე საუბრობენ 2022 წლის „ოქრო ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე და გამოცემები თავიანთი პროგნოზების გაკეთებისგანაც არ იკავაბენ თავს.

როგორც იცით, ახალი რეგლამენტის თანახმად, საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას ყურადღება მიექცევა არა კალენდარულ წელს, არამედ კონკრეტულ სეზონს, ივლისიდან ივნისამდე პერიოდს. შესაბამისად, 2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის არჩევის პროცესში, აქცენტი არ გაკეთდება მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოემბერ-დეკემებრში უნდა ჩატარდეს. მეტიც, სავარაუდოდ, პარიზის გალა ღონისძიება ზაფხულში გაიმართება.

L'Equipe-ს ინფორმაციით, მოცემული მომენტისათვის, წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებისათვის ბრძოლაში, ფავორიტის სტატუსს არავის უთმობს კარიმ ბენზემა. ფრანგი თავდამსხმელი დიდებულ სეზონს ატარებს ინდივიდუალურ დონეზე, რაც ყველას თვალთახედვის არეში ექცევა. ის, დიდი ალბათობით, პრიმერა დივიზიონის მოგებასთან ერთად, „პიჩიჩის“ ტროფეისაც დაეუფლება. ამასთანავე, ეროვნული გუნდის რიგებში ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა, გაიტანა რა 5 გოლი „მამლების“ მაისურით. სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა უკვე მის ანგარიშზე არა ერთი საოცარი წარმოდგენა უკვე ფიქსირდება.

მომავალ პაექრობაში კი ბენზემას მთავარ კონკურენტებად, ლევანდოვსკი, მბაპე, სანე და დე ბრუინი მოიაზრებიან.

თანამემამულეებს იმედი აქვთ, რომ კარიმი კოპას, პლატინისა და პიპენის შემდეგ გახდა მე-4 ფრანგი, ვინც „ოქროს ბურთს“ დაისაკუთრებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)