ანჩელოტიმ რაფა მარინს უხმო

გამომდინარე იქედან, რომ ედერ მილიტაო დისკვალიფიცრებულია, ხოლო ხესუს ვალეხო კოვიდინფიცირებული, კარლო ანჩელოტიმ დახმარებისათვის რაულის „კასტილიას“ მიმართა.

იტალიელმა მწვრთნელმა „ჩელსისთან“ განმეორებითი პაექრობის განაცხადში შეიყვანა 19 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც წარმატებით ასპრეზობს, როგორც „რეალის“ მეორე გუნდში, ასევე შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებში.

რაფა მარინი რაულის შემადგენლობას ერთ-ერთი ლიდერია. მან ბოლო პერიოდის განმავლობაში დამრიგებლის დიდი ნდობა მოიპოვა. მიუხედავად სიმაღლისა (1მ. 91 სმ.), ანდალუსიელი მოთამაშე საკმაოდ მობილურია და ამასთანავე, საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვობიდან რაფა გატაცებული იყო მოტო სპორტით და რომ არა დედის ძალისხმევა, მისი კარიერა ბურთთან ნამდვილად არ იქნებოდა დაკავშირებული. ის 2016 წლიდან ასპარეზობს „რეალში.“

ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს გერმანული „ლაიპციგი.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)