ანჩელოტი: „ჩვენ მას ვეყრდნობით და ამით ბედნიერი ვარ“
კარლო ანჩელოტი „ჩელსისთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
„ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მეტად რთული პაექრობის გამართვა მოგვიწევს. ეს ჩემპიონთა ლიგაა და შესაბამისად, მიუხედავად პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგისა, ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიხდება 90 წუთის განმავლობაში.“
„ჩემი შემადგენლობისათვის მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა სიახლე არ არის. რა თქმა უნდა, მოედანზე მოდუნებულნი არ გამოვალთ. ფეხბურთელები ბედნიერნი არიან იმით, რომ დიდებული შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობისა. „რეალი“ საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ხვდება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ და ესეც მოხდება.“
„ვნახოთ, როგორი იქნება თერთმეტეული. ჩვენი სურვილია ისეთივე წარმოდგენა შევთავაზოთ გულშემატკივრებს, როგორიც 1 კვირის წინ გვქონდა ლონდონში, თუმცა ისიც გვესმის, რომ მოწინააღმდეგეც ეცდება საუკეთესოდ წარმოაჩინოს შესაძლებლობები, რათა მომდევნო სტადიის საგზური დაიბევოს. ვფიქრობ, ისინი გარკვეულ ცვლილებებს მოახდენენ საკუთარ თამაშში და მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. „ჩელსი“ არა ერთი კვალიფიციური მოთამაშითაა დაკომპლექტებული.“
„ტურნირის სირთულიდან გამომდინარე, წინასწარ ვერავინ დაგეგმავს ჩ/ლიგის მოგებას. ფინალამდე გასავლელი გზა და შემდეგ თასის აწევა ადვილი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ყველას არ ძალუძს კონკურენციის გაწევა. აღსანიშნავია, რომ გამოცდილება და ხასიათი დიდ როლს ასრულებს აქ.“
„ტუხელის სიტყვები? ვგონებ, ყველას თავისი შეხედულება გააჩნია და ისინი მადრიდში ჩამოდიან მომდევნო ეტაპზე გასვლის განზრახვით. ეს არის საფეხბურთო სულისკვეთება. დიდი კლუბების არასოდეს ნებდებიან.“
„ბენზემა განასახიერებს თანამედროვე ცენტრალურ ფორვარდს. კარიმი დიდებულია არა მხოლოდ ეპიზოდის დასრულებასა და გოლის გატანაში, არამედ გუნდური სამუშაოს დროსაც. მიმდინარე სეზონში ორი თავდამსხმელი გამოირჩევა - კარიმი და ვინი. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ გუნდი ბენზემას ეყრდნობა და მით ბედნიერი ვართ.“
„ბოლო პერიოდში კაზემირომ დიდი გამოცდილება შეიძინა და ამასთანავე, შექმნა საკუთარი ხასიათი. ბრაზლიელი არსებული მომენტისთვისაც შემადგენლობის მნიშვნელოვანი ფიგურაა. მსოფლიოს ნამდვილად ბევრი არ არის ამ ამპლუის მოთამაშე და ასეთი შესაძლებლობებით.“
„მე მაქვს საკმაოდ გრძელი კონტრაქტი და არაფერზე ვფიქრობ ამის გარდა. თუ კლუბი ბედნიერი არის, მეც ბედნიერი ვარ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მადლობელი ვიქნები ყველაფრისათვის. თავდაჯერებული ვარ და ვგონებ, სეზონის წარმატებით დავასრულებთ.“
„„ევერტონში“ საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდი, თუმცა მადრიდიდან შემოვიდა ზარი. მესმის ადგილობრივების, მაგრამ „რეალისათვის“ უარის თქმა ძალიან რთულია. „ბლანკოსის“ გარდა ნებისმიერი კლუბის გასტუმრება შემეძლო.“
„იტალიის ნაკრებში მუშაობის შანსი მქონდა 2018 წელს, მაგრამ არ დავთანხმდი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მე ძალიან მომწონს ყოველდღიური მუშაობა და არა პერიოდულად ჩასატარებელი თამაშები.
- 11 აპრილი 2022
- 2 709
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.