კაზემირო: „ის „რეალის“ ისტორიის ნაწილია“
„ჩელსისთან“ განმეორებითი თამაშის წინ, კაზემირომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„წინ ურთულესი მატჩი გველის და სწორედ ამ იდეით უნდა გავიდეთ მოედანზე. სერიის პირველ შეხვედრაში სეზონის საუკეთესო 90 წუთი ჩავატარეთ, თუმცა მიუხედავად ამისა, თვითკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აუცილებლად გასათვალისწინებელია მწვრთნელის სიტყვები მომავალ მეტოქესთან დაკავშირებით. ამასთანავე, გულშემატკივრებს მინდა ვთხოვო მხურვალედ დაგვიჭირონ მხარი. ჩვენი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონია და ისინი სათანადო პატივისცემას იმსახურებენ. მზად ვართ, ქომაგებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლოთ.“
„როდესაც ვსაუბრობთ მადრიდის „რეალზე,“ ესეიგი ვსაუბრობთ ყველაფრის მოგებაზე. სეზონის სტარტზე ყველას უნდოდა, რომ მიმდინარე პერიოდში ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაზე სასურველ პოზიციებზე ვყოფილიყავით. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა წარმატებით დავასრულოთ ასპარეზობა.“
„ეს კლუბი სწორედ ისეთი მატჩების მოგებით ცოცხლობს, რომელიც ბევრს შეუძლებლად მიაჩნია. იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანებს არ სჯერათ გარკვეული მოვლენების, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ბოლო წუთამდე ფარ-ხმალი არ დავყაროთ. დასაწყისიდანვე გვჯეროდა საკუთარი პოტენციალის.“
„როგორ გადანაწილდება პოზიციები ნახევარდაცვაში, ეს დამრიგებლის გადასაწყვეტია. როდესაც მოედანზე ვალვერდე ასპარეზობს, ჩვენი სტილი განსხვავებულია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ყველას გვინდა გამარჯვება.“
„არავის უნდა „ბარსელონასთან“ ასეთი ანგარიშით წაგება. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმა სხვანაირი იყო, თუმცა სეზონის განმავლობაშია ხდება ხოლმე მსგავსი შემთხვევები. ნიშანდობლივია, რომ შემდეგ გაგრძელდეს წარმატებული ასპარეზობა.“
„თუ ერთ ფეხბურთელს უსტვენენ, ესიეი გვისტვენენ ყველას. ფეხბურთი მრავალფეროვანია, მაგრამ მსგავსი რაღაცები არ მომწონს, ვინაიდან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე. რაც შეეხება ბეილს, ის კლუბის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. მის მხრებზე არა ერთი მნიშვნელოვანი გოლია. გამოდის, რომ ისინი გუნდის ისტორიის მიმართ გამოხატავენ უკმაყოფილებას ასეთი ფორმით.“
„რაც ხდება მოედანზე, რჩევა იქვე. პატივისცემა არის მნიშვნელოვანი. „ხეტაფესთან“ შეხვედრაში პროტესტისგან თავი უნდა შემეკავებინა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მიღებული ბარათი „სევილიასთან“ თამაშის გამოტოვების საფასურად დამიჯდებოდა, თუმცა ზოგჯერ რთულია თავის შეკავება.“
„ერთადერთი რაც შეიცვალა ბენზემას შემთხვევაში - გოლების რაოდენობაა. მან საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მის ღვაწლს. კარიმი წლების განმავლობაში ასპარეზობს მაღალ დონეზე და მინდა, რომ კიდევ დიდხანს მივიღო სიამოვნება მისი ბურთაობისგან. ამ მომენტისათვის „ცხრიანი“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა „რეალის“ შემადგენლობაში. ის არის კლუბის ისტორია.“
„მწვრთნელისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ეჭვგარეშეა, რომ „ჩელსისა“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მეტად სასარგებლო ვიყავი. ყოვეთვის მაქსიმუმს ვიღებ მწვანე საფარზე ყოფნის დროს.“
- 11 აპრილი 2022
- 1 119
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.