დასკვნითი ვარჯიში „ჩელსისთან“ მატჩამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩამდე დასკვნითი ვარჯიში ჩაატარეს.
როგორც წესი, სესია გახურებით დაიწყო, შემდეგ კი ანჩელოტის შეგირდები ორ ჯგუფად დაიყვნენ და სხვადასხვა ფიზიკურ/ტაქტიკური სავარჯიშოების შესრულებას შეუდგნენ. შეკრების მიწურულს მინი მოედანზე საფეხბურთო მატჩიც გამართეს „თეთრებმა.“ იტალიელმა დამრიგებელმა მათ ბოლო მითითებები მისცა ესოდენ ნიშანდიბლივი პაექრობის წინ.
აღსანიშნავია, რომ ედენ აზარის გარდა, პირველი შემადგენლობის ყველა მოთამაშე სრული დატვირთვით გაისარჯა. ბელგიელი ნახევარმცველი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს.
მადრიდულ ლონდონური დაპირისპირება, სამშაბათს, 23 საათზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
- 11 აპრილი 2022
- 509
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.