ასენსიოს მსურველთა სიას „ტოტენჰემიც“ შეუერთდა
მარკო ასენსიოს მიმართ ინტერესი იზრდება. იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსი“ კილიან მბაპეს დაიმატებს, ვილემსენის წასვლა გარდაუვალი იქნება...
მარკოს მოქმედი კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ესპანელი ფეხბურთელი მადრიდულ გრანდთან ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ მბაპე მადრიდელი არ გახდება და მისთვის შანსები იარსებებს.
„არსენალი“, „მილანი“ და კიდევ რამდენიმე გუნდი ასენსიოს შესაძლებლობებით ინტერესდება. Sunday Mirror-ის ინფორმაციით კი მსურველთა სიას „ტოტენჰემიც“ შეუერთდა, რომელიც მოვლენების განვითარებას და მარკოს ლონდონში გადაყვანას ფიქრობს.
გამომდინარე იქედან, რომ ასენსიოს კონტრაქტი ვადა 1 წელიწადში იწურება, მისი ფასი შედარებით შემცირდება, თუმცა ფლორენტინო პერესი მისი გასხვისების შემთხვევაში მაინც სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს.
- 10 აპრილი 2022
- 802
- 6