ჰოლანდი „რეალში“ სასტარტოს ითხოვს
ერლინგ ჰოლანდისთვის ფული მთავარი არ არის. ნორვეგიელი ფეხბურთელი მოხიბლულია მადრიდის „რეალის“ პროექტით და მიიჩნევს, რომ „ბლანკოსში“ გადასვლა „სიტიში“ გადასვლას აჯობებს, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება...
ერლინგი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ითხოვს. თუ „რეალი“ გათვლას მხოლოდ ბენზემას აპირებს, ნორვეგიელი საკუთარ თავს „ბლანკოსში“ ვერ ხედავს.
დორტმუნდელის აზრით, „ბლანკოსში“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მის პროგრესს გააჩერებს, „სიტი“ კი მას გარანტირებულ სასტარტოს და დაახლოებით 10 მილიონი ევროთი მეტ ხელფასს პირდება.
ფაქტია, რომ მანჩესტერული კლუბის შეთავაზება ყოველმხრივ უფრო მიმზიდველია, სწორედ აქედან გამომდინარე, „რეალს“ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს.
როგორც სჩანს, ციფრები აქ არაფერს წყვეტს, მაგრამ ჰოლანდი სათამაშო დროს პირდაპირ, ულტიმატუმის სახით მოითხოვს, რათა შესაძლებლობების დამტკიცება შეძლოს.
- 10 აპრილი 2022
- 3 130
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.