„რეალი“-„ჩელსის“ მთავარი არბიტრი ცნობილია
უკვე ცნობილია იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც მადრიდის „რეალისა“ და ლონდონის „ჩელსის“ დაპირისპირებას მოემსახურება...
ეს ადამიანი გამოცდილი სჟიმონ მარსინიაკია, რომელსაც „ბლანკოსის“ მონაწილეობით რამდენიმე დაპირისპირება აქვს განსჯილი.
მარსინიაკმა პირველად „ბლანკოსის“ დაპირისირება 2015/16 წლებში განსაჯა, სადაც „მერენგების“ მეტოქე „რომა“ გახლდათ, მას შემდეგ იყო „დორტმუნდი“ და „ტოტენჰემი“. გამოცდილი მსაჯის აქტივშია ევროპის სუპერთასის 2018/19 წლების ფინალიც, სადაც „ბლანკოსი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი პაექროა 12 აპრილს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 10 აპრილი 2022
- 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.