ლუკას ვასკესი:„„რეალი“ ჩემპიონი გახდება, ბედნიერი ვარ გოლის გატანით“
ლუკას ვასკესმა „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ძალიან მიხარია, რომ გოლის გატანა და გუნდის დახმარება შევძელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ჩემპიონობისკენ. ვიცი, რომ „რეალი“ თასს აუცილებლად მოიგებს. „ხეტაფე“ არასდროს არის მარტივი მეტოქე, ამ გუნდმა სეზონის მეორე ნახევარში თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.“
„ყველა მოთამაშე ბევრს შრომობს და საუკეთესო ხარისხის ფეხბურთის ჩვენებას ცდილობს. მინდა, რომ კიდევ უფრო დიდი პროგრესი ვაჩვენოთ, ახლა სეზონის გადამწყვეტი ეტაპია.“
„ფანების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სულ ცოტა დრო გვაქვს „ჩელსისთან“ დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ 1/4 ფინალის ეტაპის დასაძლევად და ოთხ საუკეთესო გუნდში მოსახვედრად.“
- 10 აპრილი 2022
- 550
- 2