ანჩელოტი:„„ხეტაფესთან“ გამარჯვებამ ჩემპიონობასთან დაგვაახლოვა“
კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩემპიონთა ლიგის მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ „რეალი“ „ხეტაფესთან“ მატჩისთვის 100%-ით მზად არ იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა შეძლეს და გაიმარჯვეს. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი 3 ქულა, რამაც ჩემპიონობასთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა.“
„ვალვერდემ და კამავინგამ დიდი ენერგია დახარჯეს, მათ ნახევარდაცვას სისწრაფე და მუხტი მისცეს, რაც გუნდს ძალიან გამოადგა.“
„კაზემირო „სევილიასთან“ გამოგვაკლდება, რადგან ბრაზილიელმა მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო.“
„ჯერ არაფერი მოგვიგია. ჯერ „სევილიასთან“ უნდა გავიდეთ ფონს, ხოლო შემდეგ „ოსასუნასთან“. ძალიან ახლოს ვართ წარმატებასთან, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.“
„ბეილი პროფესიონალია და სასტვენები მასზე არ მოქმედებს. ვფიქრობ, „რეალის“ ქომაგებს თავის შეკავება მართებთ, მათ უნდა გაიხსენონ, რა გაუკეთებია გარეთს სამეფო კლუბისთვის.“
„კონკურენცია „ბარსელონასთან“? ჩავიმ იცის, რომ „რეალი“ არაფრის დათმობას არ აპირებს, მაგრამ მისი გუნდი იქამდე იბრძოლებს, სანამ ამის შანსი იარსებებს.“
„„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ძალიან დიდი ანგარიშით მოიგო. ტუხელის გუნდი ბერნაბეუზე საბრძოლველად ჩამოვა, ამიტომ სრული კონცენტრაცია და სიზუსტე გვმართებს.“
- 10 აპრილი 2022
- 3 751
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.