ასენსიოსთვის ბრძოლაში „მილანი“ და „არსენალი“ არიან ჩართულები
მარკო ასენსიო კილიან მბაპეს გამადრიდელებას ელოდება. თუ ფრანგი „რეალის“ მაისურს მოირგებს, მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდება და „ბლანკოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აღარ იფიქრებს...
„მილანის“ წარმომადგენლობა პაოლო მალდინის ხელმძღვანელობით ფეხბურთელის აგენტს უკვე ესაუბრა და პირობები გააცნო, თუმცა ასპარეზზე „არსენალიც“ არის გამოსული. არსებული ინფორმაციით, „მეთოფეები“ ასენსიოს „როსონერიზე“ ბევრად უკეთეს პირობებს სთავაზობენ.
იტალიური გამოცემების ცნობით, „როსონერის“ „რეალთან“ კარგი ურთიერთობის იმედი აქვს და თვლის, რომ ტრანსფერი 30-იდან 35 მილიონ ევრომდე ღირებულების უნდა იყოს, თუმცა ფლორენტინო პერესი მოთამაშეს მინიმუმ 50 მილიონად ამზადებს.
არსებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მარკოს წარმომადგენლობა „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და მისი მომავალიც სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.
- 9 აპრილი 2022
- 551
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.