„ლივერპული“ ფედე ვალვერდეს არ ეშვება
როგორც სჩანს, მერსისაიუდული „ლივერპულის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ფედერიკო ვალვერდე იქნება...
მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო პერესი ურუგვაელ ნახევარმცველს ხელშეუხებელ ფიგურად მიიჩნევს, „ლივერპული“ არ ნებდება და 80 მილიონიან შეთავაზებას კიდევ უფრ ზრდის.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გაღებას აპირებს „ენფილდის“ მკვიდრი გუნდი ვალვერდეს სანაცვლოს, თუმცა ფაქტია, რომ ინტერესი ძალიან დიდია.
იურგენ კლოპი ურუგვაელს საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მისი კოლექტივი სრულფასოვანი გახდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მერსისაიდელები 100 მილიონ ევროიან შეთავაზებას ამზადებენ.
- 9 აპრილი 2022
- 1 326
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.